“ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს ხვალ თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისია ხელახლა განიხილავს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ინიციატივას თბილისის მერი მიესალმება.