გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციას: კახა კალაძე  საკრებულოში რა თქმა უნდა მოვა, თუმცა, დიდი ბოდიში, არა თქვენს დაბარებულზე

329

თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. 

საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დადგეს გამოძიების დროული შედეგები  და  გამოიკვეთოს ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომლებსაც ამ დაუდევრობაში  ბრალი მიუძღვის.

„მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შედეგები ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში თავიდან ავირიდოთ. ზუსტად ამისთვის და არა პოლიტიკური შოუსთვის დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გასცა კონკრეტული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ობიექტი  უნდა შემოწმდეს, რაც მომავალში მაქსიმალურად გამორიცხავს ნებისმიერ გადაცდომას,  მითუმეტეს  უმძიმეს შედეგებს“.- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს წევრი ოპოზიციის მიერ დედაქალაქის მერის წარმომადგენლობით ორგანოში დაბარების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კახა კალაძე საკრებულოში მოვა  მაშინ,  როდესაც ეს  რეგლამენტით არის გათვალისწინებული და წარადგენს  ანგარიშს.

„კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. საკრებულოში რა თქმა უნდა მოვა,  თუმცა, დიდი ბოდიში,  არა თქვენს დაბარებულზე“. – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.