თბილისის საკრებულო ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევაზე მსჯელობს. სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, რადან დეპუტატებს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იაქვთ.
უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
ევროპული საქართველოდან საკრებულოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, ოცნება ვიწროპარტიულ გადაწყვეტილებას იღებს. მის კომენტარს IPN-ი ავრცელებს.
“მოვა დრო და არა მგონია, ასე გულუბრყვილოები იყოთ, რომ გეგონოთ ეს დრო არ მოვა. მოვა დრო, თქვენი დრო შეიცვლება ასევე არჩევნებით, როგორც ჩვენი ხელისუფლება შეიცვალა. როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვა, ყველა თქვენს ვიწროპარტიულ, არასწორ, პოლიტიკური ბოღმით და შურისძიებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას უკან შეატრიალებს”, – განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ინიციატივას თბილისის მერი მიესალმება.