ქალაქ კასპში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა

832

ქალაქ კასპში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ B&B” ასრულებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 60 795 ლარია.

“მუციპალიტეტი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს.

ასევე,  სამუშაობის გაგრძელება დაგეგმილია, იქამდე, სანამ დარჩენილ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა არ დასრულდება”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.