ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ახალი ხიდი შენდება, რომლის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტი იქნება.
მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისთვის 780 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ნიკამსტროის“ფილიალი ასრულებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ხიდით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.