თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სკვერი მოეწყობა

870

ისანის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის მე-7 შესახვევის I კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა.

როგორც ისნის დეპუტატი აცხადებს, მან მოსახლეობასთან ერთად განიხილა სკვერის მოწყობის საკითხები, მათთან ერთად დაგეგმა და შეიმუშავა დეტალები.

„გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობასთან გავიარეთ კონსულტაცია, თუ როგორი უნდა იყოს სკვერი და დღეს საბოლოო პროექტი წარმოვადგინეთ, რომელიც ადგილობრივებს კიდევ ერთხელ გავაცანით, რათა მათი ყველა სურვილი და ინიციატივა პროექტში იყოს ასახული“,- განაცხადა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ.