სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რესპუბლიკის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ასევე, აღნიშნულ ქუჩაზე, ლტოლვილთა საცხოვრებელ კორპუსს შიდა სარემონტო სამუშაოები უტარდება.
“სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, რაც შეეხება ლტოლვილთა საცხოვრებელს აქ სამუშაოები აქტიურ პროცესშია და როგორც შემსრულებელმა კომპანია შპს ,,ამაგის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამუშაოები, დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება”,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.