სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საქართველოში ერთადერთი ბორანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული ბორანი, ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის მდინარე რიონის მოპირდაპირე მხარეს, სახნავ-სათეს მიწებზე დასაკავშირებელი უმოკლესი გზაა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბორანი ზამთარში სტიქიის შედეგად დაზიანდა.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამწვანების და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.