ისნის რაიონის გამგეობამ ხუთ სხვადასხვა მისამართზე თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა.
ფიტნეს ზონები ქეთევან წამებულის N63-ის ეზოში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N141-სა და N13-11-ს შორის, წულუკიძის ქუჩაზე – N23-ბ კორპუსისა და ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში – N3, N10 და N11-ის კორპუსების მიმდებარე სკვერში ეწყობა.
უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარე ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც, ე.წ. კაუჩუკის მასალის იატაკები დაიგება და სატრენაჟორო სივრცეები გადაიხურება.
“ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოები ხუთივე მისამართზე უახლოეს დღეებში დასრულდება”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ამ მხრივ, რაიონის განვითარებაზე მუშაობას მომავალშიც განაგრძობენ.