ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბურკიაშვილის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, ამ ეტაპზე, რკინაბეტონის კედლის ნაწილი უკვე აშენებულია.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის დამცავი კედელი მოეწყობა.
უწყების ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე, საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია და გარეგანათების მონტაჟია დაგეგმილი.