„რატომ უნდა ესტუმრო ბორჯომს“ – ამის შესახებ სტატიას ჰოლანდიურ გამოცემაში უახლოეს მომავალში დაბეჭდავენ.
როგორც მერიაში აცხადებენ, ბორჯომს 14 მაისს ჰოლანდიიდან ჟურნალისტები ესტუმრნენ, რომლებმაც სტატია ბორჯომის შესახებ უნდა მოამზადონ.
ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ცენტრალური პარკი, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის ისტორიული შენობა, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას – როგორც მაღალი კლასის სასტუმრო-რეკრეაციულ ცენტრებს, ასევე საოჯახო სასტუმროებს.
ასევე, მოისმინეს ბორჯომის ისტორია – წყაროების აღმოჩენის, ბორჯომის, როგორც კურორტის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. დააგემოვნეს მინერალური წყაროები და ადგილობრივი კერძები. დაათვალიერეს: ქალაქის ძველი არქიტექტურა და ისტორიული უბანი, რომანოვების სასახლე ლიკანში (გარეთა ხედი), ესტუმრნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და დალაშქრეს ერთ-ერთი ტურისტული ბილიკი.
ტურს ორგანიზება გაუწია ბორჯომის მუნიციპლიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა.