ბათუმის მერიაში ქალაქის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ტურისტული სეზონის დაწყებამდე გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, ქალაქის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონ ყვავილს და 3000 ხე-მცენარე დარგავს. პარალელურად კი, რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩაატარებს გამწვანების სამუშაოებს.
ასევე, ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნაშია შპს “სანდასუფთავება“, რომელიც ცენტრალურ ქუჩებს დღეში 2-ჯერ , ხოლო, ცხელ ამინდში კი ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხავს. ნაგავშემკრებ კონტეინერებს დღეში 4-ჯერ დაცლის, გამოძახების შემთხვევაში კი იმუშავებს კომპანიის მორეგე მანქანა. “სანდასუფთავებას” პლაჟების დასუფთავების მიზნით დაემატება ბრიგადები, 50 ადამიანი. ასევე, დასუფთავების სამსახური ძველ კონტეინერებს ჩაანაცველბს 1000 ერთეული ახალი კონტეინერით.
როგორც მერიაში აცხადებენ, “სანდასუფთავებამ” უკვე დაიწყო მორწყვითი სამუშაოები და იგეგმება დეზინსექცია – დერატიზაციის განხორციელება 30 ოქტომბრის ჩათვლით.
უწყების ცნობით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერებს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, გადაწევენ ავტობუსების მოძრაობის გრაფიკს და განახორციელებენ ველოტერმინალებისა და ველოსიპედების რეაბილიტაციას.
“მუნიციპალურ ავტობუსებში უკვე შეიცვალა 800 ერთეული სკამი, შეიღება 45 ერთეული ავტობუსი და წესრიგდეგბა ავტობუსის იატაკები”- აცხადებენ მერიაში.
მერიის ცნობით, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება, რის დასრულების შემდეგაც, პირველ ეტაპზე, იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა.
ბათუმის დელფინარიუმში ივლისის თვეში გაიზრდება შოუების რაოდენობა, ყოველდღურად გაიმართება ორი შოუ (ორშაბათის გარდა), ხოლო ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე ყოველდღურად სამი შოუ ჩატარდება.
“ტურისტული სეზონის დაწყებამდე ჩატარდა დელფინარიუმის შენობის ფასადისა და სცენის კოსმეტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოები”- ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უკვე მოქმედებს ბილეთების ონლაინ გაყიდვების პროგრამა.
ასევე, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სამედიცინო ცენტრს დაემატება სამი ბრიგადა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში, 10:00-დან 22:00 საათამდე განთავსდებიან დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, გონიო-კვარიათსა და ბულვარის ტერიტორიაზე.
ხოლო, დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, განთავსდება მოძრავი ამბულატორია, სადაც მოხდება ადგილზე მისული ნებისმიერი პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.
“გაძლიერდა მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევლა ინტენსიური მონიტორინგის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გათავისუფლება ჯგუფურად მოძრავი მაწანწალა ცხოველებისგან.
სასტუმრობის სანიტარიულ-ჰიგიენური მიმართულებით დაიწყო საცურაო აუზების წყლისა და სისუფთავის ხარისხის შემოწმება.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა 25 მაისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.
უკანონო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, გაფრთხილება მიიღო ყველა გარემოვაჭრემ. მიმდინარე კვირას დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ნფრასტრუქტურულ პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება”.- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.