ახალციხის საკრებულომ დაამტკიცა განრიგი, რომლის მიხედვითაც დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. განრიგი ახალციხის საკრებულოს 33–ვე დეპუტატთან ინდივიდუალურადაა შედგენილი, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შესაძლოა, შეხვედრების დრო შეიცვალოს კიდეც. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
„თუ რომელიმე დეპუტატი განრიგის მიხედვით შეხვედრის ჩატარებას ვერ შეძლებს და დროს შეცვლის, იგი ამის შემსახებ ახსნა–გამარტებით მაცნობებს. დეპუტატთან შეთანხმებითვე გაიწერება ხელახლა მოსახლეობასთან შეხვედრის დრო და ადგილი“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელნა ნოზაძე და დასძენს, რომ შეხვედრებს თვითონაც დაესწრება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგის შესახებ ბრძანება საკრებულომ სამ აპრილს მიიღო.
გამოცემის ცნობით, საკრებულოს წევრები საკრებულოს პირველი შეკრებიდან სამი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრები არ ჰქონიათ.