ბათუმში, ე.წ ” ბონის” დასახლებაში, 19 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია 6 ქუჩის: ჩხაიძის, გოგიტიძის, მაქაცარიას, ნოაღაიდელის, კაიკაციშვილის ქუჩისა და მისი შესახვევის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარების და უსინათლოთა ბილიკები და დამონტაჟდება ბორდიურები და ორშრიანი დეკორატიული ფილები.
მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 3 954 444 ლარია.