ბაკურიანში სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება

1472

ბორჯომში, დაბა ბაკურიანში სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება, რისთვისაც 140 000 ლარია განსაზღვრული. შენობის აშენება ბაკურიანში “ჯეო ჰოსპიტალსის” მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ამ ეტაპზე, მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ბაკურიანში მერის წარმომადგენლის გოჩა გობრონიძის განმარტებით, ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.