ახალციხეში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, საკრებულოებთან შექმნილი გენდერული საბჭოების მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ საკრებულოებთან შექმნილ გენდერულ საბჭოებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართონ. დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს გვინდა ამ საბჭოებში მათი მონაწილეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ“ – ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე.
ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლის თამარ თუმანიშვილის თქმით, საკრებულოებში დეპუტატების უმრავლესობა კაცია: „თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოებში წარმომადგენლები გვეყოლება, ვფიქრობ, რომ ეს რეალურ შედეგს გამოიღებს”.