მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერი, ალექსანდრე გრიგალავა ადასტურებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
,,რამდენიმე საათის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუფციულმა ჩვენი თანამშრომელი დააკავა. ყველაფერი ალბათ გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი, “- განაცხადა გრიგალავამ.