რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, 15 მლნ ლარი დაიხარჯება

701

წინა სტატია

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება. როგორც ქალაქის ვიცემერი ნინო თვალთვაძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი და არაპროფესიონალური განცხადებები კეთდება. საქმე შეეხება რესტავრაცია-მშენებლობის იდეას, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. ინფორმციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ვიცემერის თქმით, პროექტის შესაძენად ქუთაისის მერიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ვერც ნახავდნენ პროექტს, იმიტომ რომ პროექტი მონიციპალური განვითარების ფონდმა უნდა შეისყიდოს. ჩვენ ვწერთ, მუშავდება პირობები და ამის საფუძველზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი. შესაბამისად, ვერანაირად ვერ ექნებათ გამზადებული პროექტი, რომელიც აწი უნდა შეიძინონ, თუმცა ნამდვილად ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ვერ უარყოფენ იმას,  რომ ორჯერ ჩავედით და ჩვენი ხედვაც გვაქვს და იდეის დონეზე შეთანხმებაც არსებობს. ჩვენგან ელოდებიან ინფორმაციას, რომ შემდგომ გამოცხადდეს ტენდერი, რასაც ძალიან მალე ვნახავთ”, -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ვიცემერის თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება მისმა შემსრულებელმა უნდა დადოს. მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, მინიმალური სავარუდო ღირებულება 15 მილიონი ლარი. ვიცემერი დასძენს, რომ თანხას სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი დაფარავს.

რაც შეეხება ვადებს, ვიცემერის თქმით, მნიშვნელოვანია, წელს მოხდეს პროექტის შესყიდვა, შემდგომ დაიწყება მუშაობა.