ოკუპირებულ სოხუმში მდებარე 50 წლის წინანდელ საათს, დეფაქტო მთავრობა რეაბილიტაციას უტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლაივპრესი” სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, ახალი კოშკი ძველის იდენტური იქნება, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის. ასევე დაგეგმილია ხის კონსტრუქციის მეტალით შეცვლა.
ამ ეტაპზე, სამუშაოები სახელოსნოში მიდმინარეობს, სადაც ახალი კოშკისთვის კონსტრუქცია მზადდება. სპეციალისტებმა კოშკის შეცვლა მისი შესწავლის შემდეგ გადაწყვიტს. 50-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ, ხის მასალა გადაიხარა, რამაც ხელი შეუშალა საათის სრულყოფილად მუშაობას.