ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისთვის კიდევ ორი ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები კეთილმოეწობა.
პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქ.N7-ში, ასფალტ-ბეტონი, განათების ბოძები, სანიაღვრე ჭები და პლასტმასის გოფრირებული მილები მოეწყობა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 49 650 ლარია.
ზვიად გამსახურდიას გამზ. N31-ში არსებული კორპუსების ეზოში კი სკამები, მაგიდა, ბეტონის ასაწყობი ბორდიურები, ასფალტ-ბეტონის საფარი, განათების ბოძები, სანიაღვრე ჭები და პლასტმასის გოფრირებული მილები მოეწყობა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებას 32 018 ლარი შეადგენს.