ბორჯომის მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მოსახლეობის მონიტორინგი მიმდინარეობს

909

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მოსახლეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უფლებამოსილი პირები დასახლებაში მცხოვრებ პირებს პირადად სტუმრობენ და ადგილზე ათვალიერებენ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილს და მის შინამეურნეობას. დათვალიერების შემდეგ სპეცილისტები შესაბამის ოქმს ადგენენ.

კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ ფიზიკურმა პირმა ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით, აუცილებელია, დადასტურდეს ამავე პირის ცხოვრება მაღალმთიან დასახლებაში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს სტატუსი შეუწყდება. 

მთის კანონით გათვალისიწინებული შეღავათების ამოქმედება მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში 2016 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. კანონის თანახმად, ადგილობრივები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. 

ამჟამად, ბორჯომში 24 მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი, მთის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 2 სოფელი – საკირე და ტაძრისი ისარგებლებს.