ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თქმით, რომელმაც ზუგდიდის მერიის მიერ მეოთხედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ამბობს, რომ თავშესაფარში 50 ძაღლი უკვე გადაიყვანეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
“25-25 გავიყვანეთ პირველ და მეორე შემთხვევაში. ჩვენთან ძაღლები რჩებიან ათი დღით, ან ერთი კვირით. ჯანმრთელები რომლებიც არიან, მათ სტერილიზაციას ვუკეთებთ და ვაბრუნებთ მალევე“, – თქვა ინდმეწარმემ.
მისივე თქმით, ცხოველთა გადაყვანას თავშესაფარში მერიის მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად უზრუნველყოფენ. ჯამში საუბარია 375 ძაღლზე.