შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის ბაგა-ბაღში გამოშენება-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაზე სამუშაოებს კომპანია ,,ზაზო“ აწარმოებდა, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწიბებული სამუშაოები ვერ შეასრულა, რის გამოც კომპანია რამოდენიმეჯერ დაჯარიმდა, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო 10 799 72 ლარის ოდენობით.
ამ დროისათვის შენობის გამოშენება-გამაგრებითი სამუშაოებს შპს ,, ერა 2011“ ასრულებს, ასევე იგეგმება დარჩენილი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება.
უწყების ცნობით, მიმდიანრე სამუშაოებზე 26 903 ლარია გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის მერია შუბნის ბაგა-ბაღის გახნას 2018-2019 ახალი სასაწავლო წლისთვის გეგმავს.