ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, თუმცა პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. ასევე, გასულ წელს დაიწყო ვაშლოვანის ქუჩის გზის პროექტის განხორციელებაც, რომელიც ამორტიზებული წყლის მილების გამო, ვერ შესრულდა. აღნიშნულ საკითხს ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალიტეტის მერთან და კახეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა.
,,ლაგოდეხის მოსახლეობას დიდმიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, კახეთის გუბერნატორთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან – ილია ბეგიაშვილთან ერთად დაათვალიერაი ხანია აწუხებს წყალმომარაგების პრობლემა. ამიტომ, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მთელი სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია. პარალელურად, ვაშლოვანის ქუჩაზე, სადაც დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი ძირითადი ტურისტული გზა გადის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დავაჩქარებთ. პროექტების დასრულების შემდეგ, წყალმომარაგებისა და გადაადგილების პრობლემაც მოგვარდება. განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე გაზრდილი ტურისტული ნაკადი ისარგებლებს“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ილია ბეგიაშვილმა.
უწყების ცნობით, ორივე პროექტის დასრულების ახალი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოა.
პროექტებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და საერთო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.