ახალციხეში, საბარგო სადგურზე დარგული ბუჩქები გახმა

928

გასულ წელს, ახალციხეში, საბარგო სადგურზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მშენებელმა კომპანიამ შპს „ქროსფოინტმა“ გზის გამყოფ ზოლზე გაშენებული დეკორატიული ბუჩქები ჯერ ამოიღო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისევ ჩარგო. დღეს კი ეს ბუჩქები გამხმარია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სამშენებლო კომპანია „ქროსფოინტშის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ავსოჯანიშვილის თქმით, სამუშაოების დაწყებისას, დეკორატიული ბუჩქები სხვაგან გადარგეს და დასრულების შემდეგ უკან დააბრუნეს, ისე რომ გამხმარი არ იყო.

„ახლა რა მდგომარეობაშია არ ვიცი, ვნახავთ და მოვიფიქრებთ, რა შეიძლება გავუკეთოთ“,–ამბობს ავსოჯანიშვილი.

ამავე ტერიტორიაზე, საგზაო სამუშაოების დროს (6 თვის წინ) გაკეთებული ბორდიურები იშლება.