შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეტონის საფარი მოეწყობა

854

შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბასა და შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უჩამბაში ტბეთი-გოგაძეების დამაკავშირებელი გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე დასრულებულია სამუშაოები, ხოლო, ცინარეთის შიდა სასოფლო გზაზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ასევე, მათი ინფორმაციით, წაბლანაში პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

უწყების ცნობით, სოფელ ტომაშეთში და წელათში ბეტონის საფარს დააგებენ.

ხოლო, იაკობაური – შუბნის დამაკავშირებელ სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთზე, დღეს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, რის შემდეგაც ბეტონის საფარი მოეწყობა.