22 აპრილს „ახალციხის ციხემ“ ტურისტული სეზონი გახსნა, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ საკონფერენციო დარბაზისა და კომპლექსის სხვა შენობებში წვიმისგან დაზიანებული კედლების შეკეთება ვერ მოასწრო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ახალციხის ციხის“ ციტადელის კოშკზე, საკონფერენციო დარბაზსა და იმ შენობების ნაწილში, რომლებშიც მაღაზიები იყო განთავსებული, წვიმის დროს წყალი ჩადის.
ციხის ადმინისტრაციის ცნობით, საკონფერენციო დარბაზის სახურავზე ჯერ ვერ მიაგნეს იმ ადგილს, საიდანაც წყალი ჟონავს. რაც შეეხება კოშკს, ადმინისტრაციის თქმით იქ მინა ჩაისმევა. “ამ ყველაფრის კაპიტალურ რემონტს 26 მაისის ღონისძიებებისთვის მოვასწრებთ. მერე, ასევე, შევათეთრებთ კედლებსაც“ – ამბობენ “ახალციხის ციხის” ადმინისტრაციაში.