ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაკალავრის საფეხურზე მყოფი 29 სტუდენტი ერთჯერადი სტიპენდიით დააფინანსა. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში 29 სტუდენტმა დააკმაყოფილა ის კრიტერიუმები, რომელიც სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა. შესაბამისად, სტუდენტებს 500 ლარის ოდენობით თანხა ჩაერიცხებათ.