ახალციხის ყოფილი მერი თავისი მუშაობის დროს დარგულ ნარგავებს უვლის

657

ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე ქალაქის ცენტრალურ პარკში ნარგავებს მიწას უფხვიერებს და სხლავს. ამბობს, რომ ყვავილები, რომლებიც მისი მუშაობის პერიოდში დაირგო, მოუვლელია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მისი თქმით, ნარგავები განსაკუთრებით დაზიანებულია შოთა რუსთაველისა და ამაღლების სახელობის ეკლესიის მიმდებარედ: „დაახლეობით, 100-მდე ვარდი დავრგე, მაგრამ ახლა ზოგი ამოთხრილია, ზოგიც გადატეხილი. უკეთესი იქნება, თუ ქალაქის სილამაზეს მოსახელობა მეტად მოუფრთხილდება“.

ყოფილ მერს არ ეთანხმება შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე. მისი თქმით, სკვერებსა და ნარგავებს ყოველდღიურად უვლიან: „მობილური ჯგუფი რეგულარულად ათვალიერებს სკვერებს, ვკრეჭთ ბალახს და ვუვლით ნარგავებს“.