ახალციხეში ქუჩებს 30 წლის წინ შეძენილი ერთადერთი მანქანით რეცხავენ

1418

ახალციხეში შპს „კეთილმოწყობამ“ საგაზაფხულო სამუშაოები, დაახლოებით, 30 წლის წინ შეძენილი „ზილის“ მარკის სპეციალური წყლის მანქანით განაახლა. მანქანა 1989 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იყიდა. ის ერთ ჯერზე ექვს ტონა წყალს იტევს და ხუთამდე ქუჩის შემოვლას სწვდება. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მანქანა მწყობრიდან ხშირად გამოდის და მის შეკეთებას დიდი დრო სჭრიდება.

ძველი მანქანის გამო ყველა ქუჩა ვერ ირეცხება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ „კეთილმოწყობისთვის“ მანქანის შეძენას არ გეგმავენ.

შპს „კეთილმოწყობისთვის“ მიმდინარე წელს 810 184 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის გაზაფხულზე ნაზამთრალი ქუჩების გარეცხვა და სხვადასხვა პერიოდში დანამვაც.