ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კანალიზაციის ქსელის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებით კი ეს პრობლემა მოგვარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას მერის წარმომადგენელი მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ადეიშვილი ადგილზე გაეცნო.