დაბა ხულოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და რაც მიეწოდებათ სასმელად უვარგისია.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია. ხულოს მერის გოჩა მელაძის ინფორმაციით საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობენ და მსგავსი მიმართულებით მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა. ხულოს მერის ინფორმაციით აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ დაბა ხულოს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც აწუხებთ.
„გასულ წელს უკვე დასრულდა რეგოიანიდან 800 ათასიანი პროექტი. წელს კი. უკვე აღნიშნული სამუშაოები სრულდება, თოვლის დნობასთან ერთდ, იცით, რომ ახლა იქ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია, რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, სპეციალისტები მუშაობენ, ამიტომ ეტაპობრივად განხორციელდება სრული რეაბილიტაცია, რომ მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი წყალი. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ დაყენებულია წყლის გამწმენდები.”
რეალურად ეს გამოწვევა ყველასთვის ცნობილია, ამ მიმართულებით უამრავი თანხა დაიხარჯა გასული წლების განმავლობაში. სამწუხაროდ ეს არის ჩვენთვის უმძიმესი მემკვიდრეობა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ არამხოლოდ დაბაში არამედ მიმდებარე სოფლებშიც. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სასმელი წყლის პრობლემა ამიტომ ეტაპობრივად განხორციელდება ჯერ პროექტების შეძენა და ამის შემდეგ მათი რეალიზაცია და სისრულეში მოყვანა.“ განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა მელაძემ.