“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის მერიის მიერ მწვანე კონცხზე საბაგირო ხაზის დემონტაჟისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას აპროტესტებს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიზერულ ფასად იმ მოტივით გადაეცა, რომ იქ დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩაიდებოდა, ამიტომ ქამადაძეს თვიმმართველობის მხრიდან თანხების ხარჯვა არამიზნობრივად მიაჩნია.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ საბაგირო ხაზი მერიის საკუთრებაა და ის კერძოსთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაშიც რჩება. ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ საბაგირო ხაზი დიდი ხანია ამორტიზებულია და ბოტანიკურ ბაღში შემსვლელ ვიზიტორებს საფრთხეს უქმნის. სამუშაოებისთვის 60 ათასი ლარი გამოიყო.