ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მორიგი სხდომა გამართეს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სხდომაზე იმსჯელეს იმ ტერიტორიებზე, რომელთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქცევა უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება მოსახლეობისათვის, ამიტომ ჯგუფის წევრებს დაევალათ მოსახლეობის გამოკითხვის მიზნით შექმნან სპეციალური ბლანკები და ჩატარდეს გამოკითხვა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის საზღვრებში არსებული თამარ მეფის გამზირის მარჯვენა ნაწილის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცევაა დაგეგმილი.
სამუშაო ჯგუფი მომავალ სხდომას 12 აპრილს გამართავს.