“ბათუმის ბულვარის” ადმინისტრაციამ სამეწარმეო საქმიანობისთვის ელექტრონული აუქციონის გამოცხადება დაიწყო

492

სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ბულვარის ტერიტორიაზე მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ, ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. 2 ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0 422 27 88 08.