ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში ერთმანეთს 3 კომპანია უპირისპირდება. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
8,5 მილიონიანი ტენდერი ამ ეტაპზე შერჩევა/შეფასების სტადიაშია.
“დაგი+”, “საქმილსადენმშენი” და ამხანაგობა “გზები და ხიდები” – საკუთარი წინადადებები ტენდერში აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.