ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, აღინიშნა, რომ 2018 წელს 3 631 508 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2 563 392 ლარი ღრმაღელე – წყალწმინდის შემოვლითი (ძველი) გზის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 1 068 116 ლარი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზების აღდენისთვის გამოიყოფა.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება.