ხობის სოფელ საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1090

შიდასახელმწიფოებრივი გზის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 67 9946 ლარია. ხიდის სიგრძე 136, ხოლო სიგანე 10.66 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.