ახალციხის მუნიციპალიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

624

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს საუკეთესო ესეების გამოსავლენად თემაზე: „ჩემი პროფესია“. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კონკურსი მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართულობას, რათა აირჩიონ შესაფერისი პროფესია და სწორად დაგეგმონ მომავალი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.

ესეს ბოლოს სრულად უნდა ჰქონდეს მითითებული ქალაქი, სოფელი, სკოლა, კლასი, ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ.მისამართი.

საკონტაქტო ელ.მისამართი:marmer8888@gmail.com
კონკურსის პირველი ეტაპი.

ესეები მიიღება 30 მარტიდან – 17 აპრილის ჩათვლით.

ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება.
2. მოცემული თემის ავტორისეული ხედვა.
3. ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი)
4. წერის კულტურა.

კონკურსის ფინალი
25 აპრილამდე კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული იქნება 10 საუკეთესო ესე. ფინალში გადასული 10 ნამუშევრის ავტორმა უნდა მოამზადოს მათ მიერ შესრულებული ნაშრომის პრეზენტაცია (პრეზენტაციის ხანგრძლივობა მაქს. 5 წუთი).

ფინალი გაიმართება 30 აპრილს, შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს. ესეების კონკურსის ყველა ფინალისტ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო I ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა ფულადი საჩუქარი 200 ლარის ოდენობით, II ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა ფულადი საჩუქარი 150 ლარის ოდენობით, ხოლო III ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემა ფულადი საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.