სენაკის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგადელიოს უბანში, შლამისა და ინერტული მასალისგან მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი.