ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისთვის ახალი კონტეინერები დაიდგა

642

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნარჩენებისთვის ახალი კონტეინერები დაიდგა. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

50 ცალი ნაგავშემკრები პოლიეთილენის კონტეინერების ქალაქის ქუჩებში განთავსება ა(ა)იპ “ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებამ” უზრუნველყო.

კონტეინერები ბაღდათის მუნიციპალიტეტს “მუნიციპალური განვითარების ფონდიდან”გადაეცა.