ბათუმში გზის რეაბილიტაციას სრულდება

717

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებისრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 307 გრძივი მეტრი გზის კეთილმოწყობა.

სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ჩიხის კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზები“ ახორციელებს.

სამუშაოებისთვის 86 ათასი ლარია გათვალისწინებული.