ქუთაისში პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა

1231

ქუთაისში პეტრიწის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის, რადგან ყოველი წვიმის დროს ისინი პერმანენტულად იტბორებოდნენ. ადგილობრივი მთავრობის ძალისხმევით აღნიშნულ ტერიტორიაზე 30 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოწესრიგდა.

სანიაღვრე სისტემის სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. ჩვენ აქ და სხვა უბნებში დავიწყეთ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. პეტრიწის ქუჩაზე ამიერიდან მოსული ნალექი მოსახლეობისთვის პრობლემა აღარ იქნება“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ