ქალაქ კასპში კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ კასპში თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიული და თაყაიშვილის I ჩიხის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს – იჭრება მიწა და არსებული ა/ბეტონის მოფრეზვა.
პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე ქსელის და ჭების, საფეხმავლოების, საგზაო ნიშნების მოწყობას, გზის კეთილმოწყობას, შემზღუდველის დაყენებას და ფოთლოვანი ხეების დარგვას.
სამუშაოს ახორციელებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“, რომელზეც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას – ამ მიზნებისთვის შერჩეული შ.პ.ს. „ოპტიმალგრუპ +“ ახორციელებს.