ზუგდიდის საკრებულოში პეტიციის დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 1% -ს ნაცვლად, 0,5 % იქნება საკმარისი. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ მიიღო. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 101 ათას 219 ამომრჩეველი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა პეტიციის რეგისტრაციისათვის 600-მდე ამომრჩევლის ხელმოწერა იქნება საკმარისი.