მესხეთის დრამატულ თეატრში ახალი სეზონი, 22 მარტს,“დრაკონით” გაიხსნება. ევგენი შვარცის პოლიტიკურ ზღაპარს მაყურებელი პირველად იხილავს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის თქმით, საპრემიეროდ ისეთი პიესა შეარჩიეს, რომელიც თითქმის ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა.
მარტში მაყურებელი კიდევ ერთ პრემიერას „ შუშანიკის წამებას“ ნახავს. მას მოწვეული რეჟისორი ზურაბ ბუხრაძე დგამს.
საერთო ჯამში თეატრი ახალ სეზონზე მაყურებელს 8 პრემიერას შესთავაზებს.