ხონის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

610

ხონის მუნიციპალიტეტში, რწყვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მზადება დაიწყო. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამჟამად იწმინდება ქარჩხაბის მაგისტრალური არხი, რომელიც ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ემსახურება. იწმინდება ასევე აღნიშნული არხიდან გამომავალი მეორე რიგის გამანაწილებლები, რომლებიც სანიაღვრე ფუნქციასაც ასრულებს.

ხონის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80 ჰექტარი ფართობის მორწყვა იქნება შესაძლებელი და მოსახლეობას, რომელსაც დატბორვის საფრთხე ემუქრებოდა პრობლემა მოუგვარდება. 

„დიდი ხანია ადგილობრივებს სარწყავი სისტემის გაუმართაობის გამო პრობლემა ექმნებოდათ. წვიმის შედეგად იტბორებოდა მოსახლეობა და ასევე არ ჰქონდათ სახნავ-სავარგულების მორწყვის შესაძლებლობა. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი საჭიროებები და პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით“ – განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.