ასპინძაში, ხერთვისის ციხის რეაბილიტაცია სრულდება. განახლებული კომპლექსი დამთვალირებელებს აპრილიდან მიიღებს. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოების და პარკინგის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო გზას, ციხის უნიკალურ კარიბჭეს, მოეწყო გარე განათება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ხერთვისის ციხეზე 1 500 000 ლარის ღირებულების ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოები მუნიციპალური ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან, ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.