ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ცენტრალური გზის მიმდებარედ მოეწყო არხის კედლები ასევე ცხაურები და გოფრირებული მილები.
სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელი იყო, უხვი ნალექის დროს კი, წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას ხელს უშლიდა.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა