კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში, ყოფილ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

655

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის ხელმძღვანელებსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“- წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრის მიზანი სოფელ რენეს ყოფილი საბავშო ბაღის შენობის საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობა იყო.

კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც 8 სოფელი შედის მათგან 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია და ცხოვრობს ეთნიკური მოსახლეობა – ათეული წლებია საბავშო ბაღი არ ფუნქციონირებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილს სოფელ ჩობალაურიდან და სოფელ რენედან გორის რაიონის სოფელ შავშვებში დაქირავებული მიკროავტობუსით უხდებათ სიარული. 

„ზრდა“-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით დაიწყო სოფელ რენეს ყოფილი საბავშო ბაღის შენობის საპროექტო სამუშაოები, რომელსაც სს „აჭარ კაპმშენი“ განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს 70 აღსაზრდელზე ყველა საჭიროების სტანდარტების შესაბამისად მოწყობას, რომელიცსს „აჭარ კაპმშენი“ წარმომადგენლის განმარტებით მაისის თვეში დასრულდება. 

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვა და მის განათლებაზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა „ზრდა“-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ასეთი ინიციატივისა და დახმარებისათვის. 

ყოფილი საბავშო ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ, 8 სოფლის 70 აღსაზრდელი თანამედროვე სტანდარტების საბავშო ბაღით ისარგებლებს